Sunday, June 2, 2013

მაჩვენებლიანი და ლოგარითმული ფუნქციების გამოყენება პრაქტიკული ამოცანების გადაჭრისას

პროექტის თემა : მაჩვენებლიანი და ლოგარითმული ფუნქციების გამოყენება პრაქტიკული ამოცანების გადაჭრისას.
პროექტის იდეა : მათემატიკის გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
პროექტის აქტუალობა : მოსწავლეები შეისწავლიან სხვადასხვა ბანკში ვადიანი ანაბრის პირობებს - წლიურ პროცენტი ანაბრის ლარებში გახსნისას, წლიური პროცენტი ანაბრის დოლარში გახსნისას.
პროექტის მიზნები:
1.     მოსწავლეები შეხვდებიან სხვადასხვა ბანკის   ( მაგალითად, „საქართველოს ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“, „თიბისი ბანკი “, „ვითიბი ბანკი“, ბანკი „რესპუბლიკა“ )მენეჯერებს და გაარკვევენ ვადიან ანაბარზე განთავსებული თანხის პროცენტულ განაკვეთს.
2.     მოიძიებენ მასალას ინტერნეტის საშუალებით.
3.     შეისწავლიან როგორ მოიხმარონ მიღებული სარგებელი - კვლავ ანაბარზე განათავსონ თუ სხვა მიზნებს მოახმარონ.
მოსწავლეთა ასაკი:  16-17 წელი .
ვადები: 2-3 კვირა .
შედეგები: მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ მაჩვენებლიანი და ლოგარითმული ფუნქციების თვისებების გათვალისწინებით რეალური პროცესების პროგნოზირება.
სარგებელი სხვებისთვის: გამოიკვლევენ ქვეყანაში იმფლაციის ამჟამინდელ დონეს და იმსჯელებენ იმფლაციის გათვალისწინებით რეალურად, ამჟამინდელი მონაცემების მიხედვით, რამდენი პროცენტით გაიზარდა (შემცირდა) ანაბარზე შეტანილი თანხა.გაიგებენ რა საფუძველი აქვს ამა თუ იმ ბანკის მიერ დაწესებულ მაღალ პროცენტულ განაკვეთს.
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები დაყოფილნი არიან 5 ჯგუფად:
I ჯგუფი მოიძიებს საქართველოს ბანკში ვადიანი ანაბრის პირობებს-  წლიური პროცენტი ანაბრის ლარებში გახსსნისას,წლიური პროცენტი ანაბრის დოლარებში გახსნისას.
II ჯგუფი თიბისი ბანკში ბანკში ვადიანი ანაბრის პირობებს-  წლიური პროცენტი ანაბრის ლარებში გახსსნისას,წლიური პროცენტი ანაბრის დოლარებში გახსნისას.
III ჯგუფი ბანკ რესპუბლიკაში ბანკში ვადიანი ანაბრის პირობებს-  წლიური პროცენტი ანაბრის ლარებში გახსსნისას,წლიური პროცენტი ანაბრის დოლარებში გახსნისას.
IV ჯგუფი ლიბერთი ბანკში ბანკში ვადიანი ანაბრის პირობებს-  წლიური პროცენტი ანაბრის ლარებში გახსსნისას,წლიური პროცენტი ანაბრის დოლარებში გახსნისას.

V ჯგუფი ვითიბი ბანკში ბანკში ვადიანი ანაბრის პირობებს-  წლიური პროცენტი ანაბრის ლარებში გახსსნისას,წლიური პროცენტი ანაბრის დოლარებში გახსნისას.
ყველა ჯგუფს მიცემული ექნება გარვეული თანხა მაგალითდ 5000 ლარი და მიეცემა შემდეგი დავალებები:
·        შეარჩიეთ ანაბრის შეტანის პირობა- გადაცვლით ამ თანხას დოლარებზე და ისე შეიტანთ დოლარებზე და ისე შეიტანთ ერთი წლით, თუ უმჯობესია ვადიანი ანგარიშის ლარებში გახსნა.
·        იპოვეთ ერთი წლის შემდეგ ასაღები თანხის ოდენობა.
·        გამოიკვლიეთ ქვეყანაში ინფლაციის ამჟამინდელი დონე და იმსჯელეთ - ინფლაციის გათვალისწინებით რეალურად, ამჟამინდელი მონაცემების მიხედვით რამდენი პროცენტით გაიზრდება(შემცირდება) ანაბარზე ტანხა.
·        რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ შერჩეული ბანკის „ასაკი“ მისი საიმედობა.რა საფუძველი აქვს ამა თუ იმ ბანკის მიერ დაწესებულ  მაღალ პროცენტულ განაკვეთს?
·        იქნებ უმჯობესია აღნიშნული თანხის რაიმე სხვა საქმეში დაბანდება? იმსჯელეთ სხვადასხვა ვარიანტზე.
როგორ მოიხმარდით მიგებულ სარგებელს კვლავ ანაბარზე განათავსებდით თუ სხვა მიზნებს მოახმარდით.
საგნებთნ კავშირი: მათემატიკა.ისტ.
მათ. XI.6 მოსწავლეს შეუძლია გრაფიკული, ალგებრული მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება ფუნქციის/ფუნქციათა ოჯახის თვისებების შესასწავლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        იყენებს ფუნქციის გრაფიკის გეომეტრიულ ნიშნებს (მაგალითად, საკოორდინატო ღერძის პარალელური წრფის მიმართ სიმეტრიულობა, კოორდინატთა სათავის მიმართ ცენტრულად სიმეტრიულობა, პარალელური გადატანის მიმართ ინვარიანტულობა) ფუნქციის თვისებების დასადგენად;
·        იყენებს შესაფერის გრაფიკულ, ალგებრულ მეთოდებს ან ტექნოლოგიებს (ტრიგონომეტრიული, უბან-უბან წრფივი, საფეხურებრივი, მაჩვენებლიანი, ლოგარითმული) ფუნქციის ისეთი თვისებების დასადგენად, როგორიცაა: ზრდადობა/კლებადობა, ნიშანმუდმივობა, პერიოდულობა/პერიოდი, ფესვები, ექსტრემუმები;
·        აღწერს თუ რა გავლენას ახდენს ფუნქციის პარამეტრების ცვლილება ფუნქციის გრაფიკზე.

პროექტის ხელმძღვანელი:  ლიანა დაუთაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: dauta2000@gmail.com

ხელმძღვანელის ბლოგი: http://dauta2000.blogspot.com/m

No comments:

Post a Comment